განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრა.
სამDდღიანი ვიზიტის ფარგლებში შაშკინი კანადის განათლების მინისტრს და სამინისტრო წარმომადგენლებს, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება, სადაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, განათლების მინისტრი კანადურ მხარეს ახალ საგანმანათლებლო პროგრამას "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" გააცნობს, რომლის ფარგლებში 1000-მდე ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს.