ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს სტამბულში. თელავის მკვიდრის 33 წლის ნინო საიქოძის ცხედარი დაქირავებულ ბინაში მისმა მეგობარმა ქალმა ნახა.
არსებული ინფორმაციით, ნინო საიქოძე ბუნებრივი აირით გაჟონვის შედეგად დაიღუპა. თუმცა ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.
გარდაცვლილის ოჯახი საქართველოში ცხედრის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.