2014 წლის ბოლომდე ოქროს ფასი შესაძლოა 22 %-ით, უნციაზე 1025 დოლარამდე გაიაფდეს. აღნიშნულის მიზეზად კი აშშ-ში სტიმულირების ხარისხისა და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების პროგრამის დასრულება სახელდება.
Westpac Banking Group-ის ანალიტიკოსთა განმარტებით, ივლისის ბოლოსათვის ოქროს ფასი 1175 დოლარამდე დაეცემა, ხოლო სექტემბრის ბოლოსათვის კი 1090 დოლარამდე.
აღსანიშნავია, რომ ოქროზე ანალოგიური ფასთაკლება 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი უნცია ოქროს ღირებულებამ 1025 დოლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები