სააპელაციო სასამართლო სპეცრაზმელის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი დღეს გამოცხადებს.
საქმეში ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გაამართლა. თუმცა ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ბაჩო ახალაიას შსს-ს პერიოდს ეხება. პროკურატურა ყოფილ მინისტრს და უწყების 7 თანამშრომელს სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამებას და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.