საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შემოწირულობის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
უწყების ინფორმაციით, 2014 წლის 5 მარტიდან-31 მარტის ჩათვლით პარტიამ ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით 1 142-ლარი მიიღო.
კერძოდ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფიზიკურმა პირმა მარინა ლაბაძემ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" 642-ლარი, ხოლო ფიზიკურმა პირმა თამაზ ავდალიანმა პარტიას 500-ლარი შესწირა.