,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგი უგულავა სიმამრის შალვა კილაძის ადვოკატმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ მას საქმის მასალები გადაეცა, რომლის მიხედვითაც, იმ პერიოდში, რა პერიოდზეც პროკურატურა დავობს, კილაძე და გიგი უგულავა ნათესავები არ იყვნენ.
კილაძეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება 14 აპრილს შეუფარდა და 20 000-ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები