უკრაინაში „გრუ"-ს 20 ზე მეტი ოფიცერია დაკავებული, ეს განცხადება უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აგენტურული ქსელი, ნალივაიჩენკოს თქმით, 2-3 წლის განმავლობაში იქმნებოდა. უკრაინელმა ძალოვნებმა შეძლეს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს 23 საკადრო ოფიცერის დაპატიმრება.