თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო მიმართვა, რომლის ადრესატებიც არიან რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო, ასევე გაერო და ეუთო. დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტი მათ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2006 წელს დნესტრისპირეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით მცხოვრებთა 97 % დამოუკიდებლობასა და შემდგომში რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას მისცა ხმა.
„საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების თანახმად, ხალხის უფლება თვითგამორკვევისა ყველა პოლიტკური გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს და ნებისნიერი სახელმწიფო ვალდებულია ამ უფლებას პატივი სცეს",_ ნათქვამია მიმართვაში.