ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს წყალტუბოში ,,ნაციონალების" წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში, მისი ბიუროს არც ერთი წარმომადგენელი არ იღებდა მონაწილეობას.
აღნიშნულის შესახებ გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრების: ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, ოპონენტებმა კოლეგებმა არასწორი და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.
,,ჩემმა კოლეგებმა უმცირესობიდან გააკეთეს განცხადება და ჩემი სახელი და გვარი ახსენეს, რომ ჩემი ბიუროს წევრები იმყოფებოდნენ წყალტუბოში აქციაზე. მინდა ირმა გავახარო და ვუთხრა, რომ ჩემი ბიუროს არც ერთ წევრი არ ყოფილა იქ. სწორედ იმ დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კონფერენციას ვესწრებოდით. ცუდი ინფორმატორი გყავთ ძალიან. არც ფიქრია სანიკიძე არ არის ჩემი ბიძაშვილი და არც ერთ ჩემს ნათესავს არ დაუწყია მუშაობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩემი რჩევაც და გაფრთხილებაც იქნება, რომ მორჩეთ საბოლოოდ ასეთ საუბარს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.