მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გურიის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 15 პედაგოგი დაესწრო.
შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა, რომლებმაც, თავის მხრივ, სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსწავლეებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები, პედაგოგები განსაკუთრებით იყნენ საქმის კურსში თუ საით მიდის ქვეყანა და რა არის მისი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საინფორმაციო ცენტრი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ ღონისძებების ორგანიზებაში და ჩვენც ყველა ასეთ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისათვის, რომ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტ ახალგაზრდობასთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს."-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები