დღეს სტრასბურგს ოფიციალური ვიზიტით "საქართველოს კონსერვატიული" პარტიის დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით ეწვია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიული პარტიიდან" აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები გიგა ბუკია, ბიძინა გიორგობიანი და ნინო გოგუაძე.
ევროპის კონსერვატიული ალიანსის პრეზიდენტ იან ზარადილთან და ალიანსის სხვა წევრებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოს კონსერვატიული პარტიის ოფიციალური მოსმენა ევროპარლამენტის ფრაქცია "ევროპელი კონსერვატორების" სხდომაზე, სადაც მოხსენებით წარსდგა პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური.
ევროპარლამენტარებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და საქართველოსათვის MAP-ის მინიჭების საკითხებმა. მოხსენების შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ევროპარლამენტარებმა და ფრაქციის პრეზიდენტმა, მარტინ კალაგანმა ყურადღება გაამახვილეს ქართული დელეგაციის მიერ გამოთქმულ სავარაუდო საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება არამარტო საქართველოს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ განიცადა სამხედრო ინტერვენცია.
"ევროპის კონსერვატორთა" ფრაქციის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.