რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში ქართველი ჟურნალისტების დაკავებას ეხმიანება. სერგეი ლავრივი უწყევის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა სამხედროებმა „რომლებიც სამხრეთ ოსეთის საზღვრებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე იცავენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ჟურნალისტი დააკავა".
„მოქმედი წესის მიხედვით, დაკავებულები ოსეთის ხელისუფლებას გადასცეს. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ დამრღვევები გამიზნულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ საზღვრისპირა სოფელ აძვიდან მასთან ახლო მყოდ სამხრეთოსურ დასახლებულ პუნქტში და იქ სასაზრვრო ინფრასტრუქტირის გადაღება დაიწყეს",_ ნათქვამია ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნული ფაქტი „წინასწარ დაგეგმილ აქციად" არის შეფასებული „რომლის მიზანიც არის „გართულდეს ატმოსფერო" დღეს პრაღაში მიმდინარე კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე.
„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პროვოკაცია როდია, რომელიც პრაღის შეხვედრის წინ ხორციელდება. ყველაფერი ეს ისევე როგორც, ბოლო დროს გავრცელებული ზღაპრები იმის შესახებ, თითქოს „საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა ვერტმფრენებმა დაარღვიეს" მოწმობენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს ბრძოლა იმ ძალებს შორის რომლებსაც სიტუაციის ნორმალიზება სურთ და მათ შორის, ვინც იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ ხაზს მდგომარეობის დაძაბვის შესახებ",_ ნათქვამია ლავროვის განცხადებაში.