ბათუმის მერიის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამოყოფა დროებით შეჩერდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვას საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე.
შესაბამისად, შეწყდა ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით ბათუმის მერიაში შემოსული განცხადებების განხილვა.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მერიის პროგრამებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე.
მასალის გამოყენების პირობები