პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილილი სპეკულაციად აფასებს გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლის შესახებ. როგორც საკითხის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა მსგავს ჭორებს ,,ნაცმოძრაობა" ავრცელებს.
,, ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა ყველაზე მეტად სახიფათო იყო, ვგულისხმობ, იმ პერიოდს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოს დატოვებას, მე მგონი, ძალიან გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია. სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ 7 პროცენტამდე დაეცა მათი რეიტინგი", - განაცხადა პრემიერმა.