ოდესის ანტიმაიდანმა ოდესის ოლქი „ოდესის სახალხო რესპუბლიკად" გამოაცხადა და ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდა ოდესაში ტრანსპორტის მოძრაობა დაბლოკონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დღეიდან ოდესის ოლქი ოდესის სახალხო რესპუბლიკაა, სადაც ხელისუფლება ხალხს მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ეკუთვნის",_ ნათქვამია ოდესელი სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სეპარატისტევი ყველა სახის სატრანსპორტი საშუალების მოძრაობის დაბლოკვას აპირებენ სასწყაფო დახმარების ავტომობილების გარდა.