"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორცილებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა პალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიება არც ერთი ნაბიჯით წინ არ წასულა.
"შეიმჩნევა გულგრილობა პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ვიდეო-კამერების ამოღება, მარშრუტის დადგენა, ტაქსის მძღოლის დაკითხვა და შესაბამისი ინფორმაციების მიღება. ხელისუფლება და პროკურატურა ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას და არ აპირებს საქმის გამოძიებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.