პარლამენტის ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. დღის წესრიგში 50- მდე საკითხია შეტანილი. მათ შორისაა როგორც განსახილველი, ასევე კენჭსაყრელი საკითხები.
ბიუროს წევრებმა განსაზღვრეს დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი და საკითხების რიგითობა.
სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ 2013 წლის 1 აგვისტოდან დღემდე დეპუტატების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები, შესაბამისი ანალიზი და რეკომენდაციები წარმოადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვდება და იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში არასაპატიო მიზეზებით არ იღებენ მონაწილეობას, რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.