ლუგანსკის რაიონული სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ვიზირმა თავი „სამხრეთ აღმოსავლეთ რესპუბლიკის" პრეზიდენტად გამოაცხადა. შესაბამისი მიმართვა ინტერნეტშია გავრცელებული.
„მე ვიზირი ანატოლი მიხეილის ძე , იუსტიციის გენერალი, მოგმართავთ თქვენ, დონბასის ფედერაციული რესპუბლიკის თავისუფალ მოქალაქეებს: უკრაინის მიწაზე სამხედრო გადატრიალება მოხდა და ხელისუფლებაში ფაშიზმი მოვიდა. ბანდეროვცების შთამომავლებმა, რომელთა წინაპრებიც ფაშიზმზე გამარჯვებულებს ზურგში ესწოდნენ, იარაღს მოჰკიდეს ხელი.
მე როგორც სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოწოდებული ვარ სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა დავიცვა.
საკონსტიციო წესრიგი, რომელიც დარღვა აღდგება. სლავი, უკრაინელი ხალხები, ასევე უმცირესობები დაცულნი იქნებიან",_ აცხადებს „პრეზიდენტი".
მასალის გამოყენების პირობები