კიევში რადას დახურული სხდომა დაიწყო. თუ აქამდე უკრაინის უმაღკესი რადას პრაქტიკულად ყველა სხდომის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ახლა პრესის წარმომადგენლებსა და დეპუტატების თანაშემწეებსაც კი რადას მეორე სადრთულზეც კი არ უშვებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადაში სიტყვით დღეს უკრაინის ხელისუფლების ძალოვანი მინისტრები გამოვლენ და შექმნილ ვითარებასა და ანტიტერორისტულ ოპერაციაზე ისაუბრებენ.
მათი გამოსვლის შემდეგ სხდომა ღია რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.