რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის გამო და მოუწოდებს საერთაშოროსო საზოგადოებას დაგმოს უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები დონეცკის რაიონში. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკვე არის მსხვეროლი. დანაშაულია ებრძოლო ხალხს, რომელიც თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად გამოდის. არის მოსაზრება, რომ ნაციონალისტურიუ ქაოსი კვლავ ედება უკრაინას.
იკვეთება კიევის ხელისუფლების სურვილის არქონა დაიწყოს დიალოგი უკრაინის რეგიონებთან",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ შექმნილ სიტუაციაში არავის აქვს უფლება განზე დარჩეს.
„მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დაგმოს ეს ანტიკონსტიტუციური და კატასტროფის გამომწვევი ქმედებები, რომლებსაც უკრაინის ე.წ. ახალი ხელისუფლება ახორციელებს",_ ნათქვამია განცხადებაში.