სეპარატისტების მიერ ფაქტობრივად ხელში ჩაგდებული მთელი დონბასის რაიონის რუკა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მადია ავრცელებს.
სეპარატისტებისა და რუსი დივერსანტების მიერ კერ კიდევ ხელში ჩაგდებულად რჩება დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი.
გორლოვლაში შეიარაღებული ხალხი მილიციის განყოფილებებს აკონტროლებენ. ჟდანოვკის საქაალქო საბჭოს შენობის თავზე ჯერ კიდევ ფრიალებს ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დროშა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მათ მხარესაა.
ასევე სეპარატისტებისა და რუსი დივერსანტების ხელში იმყოფება საქალაქო საბჭოს შენობა მაკეევკაში, მარიუპოლის მერიის შენობა, საქალაქო საბჭოს შენობები კრამატორსკში და ხარცინზკში.
ენაკიევოში ტერორისტების ხელშია საქალაქო საბჭოს შენობა და მილიცია.
სლავოიანსკში გარდა მილიციის განყოფილებებისა, ტერორიტების მიერ შექმნილია 7 საგუშაგო.