რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან განართული სატელეფონო საუბრის დროს მას განუცხადა, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება.
რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარი გერმენული მხარის ინიციატივით შედგა.
„რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანლერს განიცხადა, რომ უკრაინიაში კონფლიქტს მკვეთრი ესკალაცია ქვეყანას, ფაქტობრივად სამოქალაქო ომის ზღვარზე აყენებს",_ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბრისას, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევაში დაგენილი ოთხმხრივი შეხვედრა, რომელიც ხვალ 17 აპრილს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები