საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძე TV3 -ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისნიტრის განცხადებით, ჯერ-ჯერობით მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.
"ჩვენ პირველ რიგში ეს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის მისიას, იმისათვის რომ გაიგოს რა ხდება. გარდა ამისა შს-ში მოქმედებს ცხელი ხაზი. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვიცით სად წაიყვანეს ჩვენი ჟურნალისტები, რადგანაც მათთან კონტაქტი ჯერ-ჯერობით არ დამყარებულა. იმედს გამოვთქამ რომ ეს შემთხვევა დასრულდება მშვიდობიანად, ჩვენ მალე დავიბრუნებთ ჩვენს ჟურნალისტებს. სამწუხაროა ის, რაც მოხდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ვინც აპირებს გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არ გააკეთონ ეს გაუფრთხილებლად და ყოველთვის ასეთი გეგმები შეატყობინონ საგარეო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
TV-3 ჟურნალისტები ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი, გორის რაიონ სოფელ აძვში რუსმა
მასალის გამოყენების პირობები