დონეცკში სეპარატისტებმა ქალაქის დაკავებული ადმინისტრაციის შენობიდან უკრაინის გერბი ჩამოხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადამიანები რომლებიც უკრანის გერბს ხსნიდნენ სამოქალაო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი, მხოლოდ ერთს ეცვა სამხედრო ფორმა. „მათ უკრაინის დაახლოებით ორ მეტრის სიგრძის გერბი მიწაზე დააგდეს", _ წერს უკრაინული მედია.
მათივე ინფორმაციით, გერბის ჩამოგდების პროცესს პრორუსი მომიტინგეები ადევნებდდნენ თვალყურს, რომლებიც ამ ფაქტს აპლიდისმენტებით მიესალმნენ.