დღეს, 20 მარტს, 10:00 საათზე, თბილისიდან ჩასული მოხალისეები თელავის რაიონული გამგეობის შენობასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ალაზანში ჩამდინარე ხევებსა და ღელეებს დაასუფთავებენ. აქცია გაგრძელდება მთელ დღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა ადგილობრივი ხელმძღვანელობასა და მონაწილეებს შორის რეგიონში არსებულ წყლის პრობლემებთან დაკავშირებით.
22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიოს საზოგადოება და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აღნიშნავს. საქართველოს მწვანეთაAმოძრაობა და "წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო~ 20-22 მარტის ჩათვლით აწყობენ ალაზანის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციას.
აქციაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კახეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან და თელავის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ასევე, მხარის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, კი საკმაოდ დააზიანა მდ. ალაზანის სანაპირო ზოლი, რომელიც დროულ დახმარებას საჭიროებს.