საქალაქო სასამართლოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის მარინა მიზანდარის სარჩელზე მსჯელობენ.
დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, დაუშვებს თუ არა მოსამართლე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის სარჩელს წარმოებაში.
დაზუსტდება საქმის არსებითი განხილვის თარიღიც.
სარჩელში მარინე მიზანდარი იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზე, პრემიერმა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლება დაადასტურა.
დაუმორჩილებლობისა და პიროვნული შეუთავსებლობის მოტივით, მიზანდარი დაკავებული პოსტიდან პრემიერ-მინისტრის 10 თებერვლის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლდა.