15 აპრილს სამრეთ კორეის დედაქალაქში საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს სემინარი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის სამრეწველო ფედერაციის „FKI"-ს ორგანიზებით ჩატარდა.
ბიზნეს სემინარს 30-მდე წამყვანი კორეული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დამსწრე კომპანიები უმეტესად ისეთი სექტორებიდან იყვნენ წარმოდგენილნი როგორებიცაა: უძრავი ქონება და ტურიზმი, ენერგეტიკა და მრეწველობა.
სემინარის ოფიციალურ გახსნაზე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააენტოს დირექტორმა და კორეის სამრეწველო ფედერაციის ვიცე თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების ხელის შეწყობისათვის გაფორმდა.
ღონისძიებაზე საქართველოში სხვადასხვა სრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პერტაია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი.
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა Hyundai E&C; KEPCO (Korea Electric Power Corporation) და Daewoo E&C.