კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მკვიდრი, 78 წლის გიორგი ანანიაშვილი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.
იგი სამი დღეა რაც ტყვეობაში იმყოფება და ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას ითხოვს.
ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში მცხოვრები გიორგი ანანიაშვილი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს.
ახლობლებს ანანიაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ისევ არ აქვთ.
ოჯახის წევრების განმარტებით, გიორგი ანანიაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მას მკურნალობა ესაჭიროება.