რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია უკრაინის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა ამ საღამოს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით უკრანის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქის სამხრეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები