დღეს, 15 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოჩენილი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის 85 წლისიუბილესთან დაკავშირებით, მისი დღემდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების კრებულის „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითგამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.
წიგნში „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" შესულია პოეტის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, დღიურები და მოგონებები თავის ბავშვობაზე, სტუდენტობის წლებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე,მწერლებზე და სოფელში გატარებულ სიცოცხლის ბოლო წლებზე.
წიგნი შეადგინა დაგამოსაცემად მოამზადა მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილმა, ნანა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები