ნაციონალური გვარდიის პირველი ბატალიონი, რომელიც მაიდანის თავდაცვის ძალებისგან არის შემდგარი წინა ხაზზე საბრძოლველად წავიდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშღოების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
„მებრძოლებს საბრძოლო განწყობა და უკრაინის დაცვის სურვილი აქვთ. იქ ძალიან ძნელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ვინაიდან ჩვენთან ღმერთი და უკრაინაა",_ დაწერა მან ამ დილით სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური გვარდიის საერთო რაოდენობა 60 ათასს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით დონეცკის ოლქის სამხრეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.