ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" 2014 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს. პირველი სამი თვის მონაცემებით, 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კომპანიამ დაგეგმილი 120%-იანი ზრდის ნაცვლად, 173%-იანი ზრდა დააფიქსირა, იანვარში - 181%-იანი, თებერვალში - 126%, ხოლო მარტში 204%-იანი ზრდა. „ტექნო ბუმში" აცხადებენ, რომ ასეთი რევოლუციური ზრდის მიზეზი სწორად დაგეგმილი სტრატეგია, საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და ქვეყანაში შექმნილი თავისუფალი ბიზნეს გარემოა.
შეგახსენებთ, რომ „ტექნო ბუმი" 2010 წელს „ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველმა გუნდმა დააარსა. პირველი მაღაზიები თბილისსა და ბათუმში გახსნა. ამ დროისთვის „ტექნო ბუმი" მთელი საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიითაა წარმოდგენილი. 2012 წლისთვის კომპანიამ აუდიო-ვიდეო, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით მეხუთე პოზიცია დაიკავა, 2013 წელს მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო 2014 წლის ბოლომდე ბაზრის ლიდერობას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები