სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3,2 მლნ ლარს მიიღებს. როგორც მთავრობის №525 განკარგულებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გამოუყოს 3 200 000 ლარი. მათ შორის: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის - 2,6 მლნ ლარი; სხვადასხვა ქვეყანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობების გამართული ფუნქციონირებისათვის - 500 ათასი ლარი; ხოლო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქციონირებისათვის - 100 ათასი ლარი.