მობილური ოპერატორი, "ბილაინი", აბონენტებს გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, 15 ივლისს, გამოვლინდება „ბილაინის" ხუთი იღბლიანი აბონენტი, რომლებიც გახდებიან შემდეგი ფულადი პრიზების: 200 000 , 50 000 20 000 , 15 000 10 000 ლარის მფლობელები.
გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც არსებულ, ასე ახალ ან პორტირებულ აბონენტებს.
გათამაშებაში მონაწილეობის პრინციპი უცვლელია, ბალანსის 3 ლარით შევსების შემთხვევაში, აბონენტი გახდება გათამაშების 1 ბილეთის მფლობელი.
გათამაშების პერიოდში პორტირებული „ბილაინის" აბონენტი საჩუქრად მიიღებს გათამაშების 5 ბილეთს .
„ბილაინის აბონენტების რიცხვი დინამიურად იზრდება, გვიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ მათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, წამახალისებელი გათამაშება, და პრიზები , რომელიც ხელმისაწვდომია როგორც არსებული აბონენტებისათვის, ისე მათთვის, ვინც შემდეგი ორი თვის განმავლობაში გადმოვა ნათელ მხარეზე"- აცხადებს „ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.