თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა შალვა კილაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
კილაძემ გირაო 40 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
დაცვის მხარის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით ოჯახის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გაასაჩივრებენ თუ არა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
,, გავივლით კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახთან და გადავწყვეთ გავასაჩივრებთ თუ არა გადაწყვეტილებას", _განაცხადა კონდახივილმა.
გამოძიება შალვა კილაძეს ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში ადანაშაულებს.