16, 17 აპრილს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართება მინის თეატრის სპექტაკლის პრემიერა. მაყურებელი იხილავს ეჟენ იონესკოს პიესას "მაკბეტტ". სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებითა და კომპანია „ჯოჯრჯია ექსპრესის" თანადგომით.
სპექტაკლი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ირყვნება სუფთა, მაღალი იდეალებით გულანთებული ადამიანი თანდათან, როცა მასში აღწევს აღზევების, ძალაუფლების წყურვილის ბაცილა; თუ როგორ ჩნდება შეუმჩნევლად შური და როგორ არღვევს იგი მეგობრობას, როგორ ადენინებს ადამიანს კაენის ცოდვას; სადამდე მივყავრთ ნებისმიერ, ერთი შეხედვით იქნებ უმნიშვნელო მორალური კომპრომისის დაშვებას, ერთი კომპრომისი როგორ იწვეს მორიგ კომპრომისებს და როგორ ითრევს ადამიანებს ჭაობში, როგორ რყვნის და ანადგურებს მათ; როგორ აგორებენ ადამიანები მოვლენას და როგორ მართავს შემდეგ ეს მოვლენა ადამიანებს. ამბობს კიდეც იონესკოს მაკბეტი: „თურმე, მოვლენები მართავს ადამიანს და არა ადამიანი _ მოვლენებს". ჩვენ გვინდა მოვყვეთ იმაზე თუ როგორ ვირყვნებით და როგორ ვკარგავთ ადამიანის სახეს.
ეჟენ იონესკოს პიესის „მაკბეტტ" მინის თეატრისეულ ვერსიაში ორი მაკბეტია - შექსპირის და იონესკოსი. სცენაზე ამბავი ასე თამაშდება - მსახიობების დასს რეპერტუიარში აქვთ როგორც შექსპირის „მაკბეტი", ისე იონესკოს „მაკბეტტ". მსახიობებს უნდათ და იწყებენ კიდეც შექსპირის თამაშს, თამაშობენ მანამ ვიდრე არ შახსენებენ რომ უნდა ითამაშონ იონესკო.... სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები შექსპირის „მაკბეტიდან". შექსპირის მაკბეტს ახმოვანებს ზურაბ ყიფშიძე.
სპექტაკლი ორმოქმედებიანია.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რეზო შატაკიშვილი. მასვე ეკუთვნის სპექტაკლის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. სპექტაკლის დეკორაციაში, კოსტიუმებში გამოყენებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ბავშვობიდროინდელი ნამუშევრები.
პიესა თარგმნეს ელზა ნაბახტეველმა და რეზო შატაკიშვილმა.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მაკბეტტ - ანდრია გველესიანი
ლედი დანკანი - მედეა ახალაძე
ბენკო - ბექა კულიჯანაშვილი
დანკანი - გიორგი გოგუაძე
სეფექალი - ნინო იოსელიანი
შექსპირის მაკბეტი - ლაშა მელაშვილი
კავდორი - ნიკა ჩხაიძე
გლამისი - გიორგი იარაჯული
მაკოლი - გიორგი ძაგანია
მეფის ოფიცერი - თორნიკე დიღმელაშვილი
დაჭრილი ჯარისკაცი, მეფის მასხარა - დავით თურქიაშვილი
პეპლებზე მონადირე - ელდარ ფუტკარაძე
დასაწყისი: 19 საათი.