დღეს, 15 აპრილს, 18:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამების ტაძრის მიმდებარედ ამერიკული რესტორნის „ვენდის" და სუპერმარკეტ „სმარტის" ახალ ობიექტებს ხსნის. „ვისოლ ჯგუფის" ახალ სავაჭრო კომპლექსში 300-მდე ადამიანი დასაქმდება და „სმარტის" და „ვენდის" გარდა 5 ახალი ბიზნესი იფუნქციონირებს.
ვაკის ობიქეტი „სმარტისთვის" მეცამეტე სუპერმარკეტია, ხოლო „ვენდის" ამერიკული რესტორანი თბილისში უკვე მეორე იფუნქციონირებს და თან მომხმარებელს ახალი პროდუქტით გაახარებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაცდუნებლად მადისაღმძვრელი ბურგერია და მისი დაგემოვნება მათ პირველად ვაკის „ვენდისში" შეეძლებათ.
„სმარტის" სუპერმარკეტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები, კომფორტული „სმარტ კაფე" სრული მომსახურებით, ინტერნეტ (WIFI) ზონა, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები „ვენდის" ამერიკულ რესტორანთან ერთად მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის. 4500 კვადრატულზე განთავსებული პარკირების ზონა კი „სმარტში" და „ვენდისში" სტუმრობას უფრო მეტად სასურველს და მოსახერხებელს გახდის.