23-24 მარტს, 10:00 საათზე, უწმიდესისა და უნიტერესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში (მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი #53 ა) გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ნანოქიმიასა და ნანოტექნოლოგიებში.
მეცნიერების ეს ინტერდისციპლინარული დარგი შეისწავლის ისეთ სტრუქტურებს, რომელთა ნაწილაკის ზომები მეტრის მემილიარდე ნაწილია. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ნანოსისტემები მთელ რიგ შემთხვევაში ამჟღავნებენ მაკრომდგომარეობის სხეულებისგან მკვეთრად განსხვავებულ, მეტად უნიკალურ თვისებებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებას საფუძვლიანად შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, რევოლუციური ზემოქმედება მოახდინოს კაცობრიობის ყოფაზე და მომავალზე.
მსოფლიოს მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა თავიდანვე აუღეს ალღო ნანოტენოლოგიების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო ცხოვრებაში. მათ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები გამოყვეს ნანოტექნოლოგიების განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვისთვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 56-მდე სამეცნიერო მოხსენება.