მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ ეროვნული უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოების ფუნქციები დაკონკრეტებაზე იმსჯელა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა კანონმდებლობით გაიწერება მისი შემადგენლობა და საქმიანობის ძირითადი ასპექტები.
"მოხდა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოების ფუნქციების დაკონკრეტება, ასევე იმ დადგენილების გაუქმება, რომლითაც შექმნილია აღნიშნული საბჭო. ასევე მთლიანად დარეგულირდება მისი ფუნქციები სტრატეგიულ დოკუმენტებში, კანონმდებლობით გაიწერება მისი შემადგენლობა და საქმიანობის ძირითადი ასპექტები. კანონპროექტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ იქნა ინიცირებული, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა, გარკვეული შენიშვნები გამოთქვა, მას გადავამუშავებთ და ამის შემდეგ გადავუგზავნით პარლამენტს", - განაცახდა თადუმაძემ.