იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პოლიტიკურ პარტიებს აქტივისტების, საარჩევნო შტაბების წევრების, ხელმძღვანელების სიების წარმოდგენას სთხოვს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ წულუკინმა განაცხადა სიის წარმოდგენა ვერ მოემსახურება რომელიმე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირის სისხლისამართლის პროცესისგან არიდებას.
"როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვო, რომ როგორც შარშან, ახლაც წარმოადგინონ სიები თავიანთი აქტივისტების, საარჩევნო შტაბების წევრების, ხელმძღვანელების, რათა ვიცოდეთ, ვინ არიან ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა ვიტყვი, რომ ამ სიის წარმოდგენა ვერ მოემსახურება რომელიმე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირის სისხლისამართლის პროცესისგან არიდებას, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ყველა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ და რაც მთავარია გონივრულობის ფარგლებში", - განაცხადა წულუკიანმა.