დონეცკის რაიონში, ქალაქ სლავიანსკში ტერორისტების მსხვერპლი ოთხი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა ეშინიათ. მდგომარეობა იქ დაძაბული რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უშიშღოების საბჭოს ორი ოფიცერი ქალაქის შესასვლელში ბლოკ-საგუშაგოზე დაცხრილეს, ავტომობილს, კი რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდდნენ პირდაპირ ქუჩაში გაუხსნეს ცეცხლი.
სლავიანსკში დღეს არ მუშაობს არც ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი. თავის მხრივ სეპარატისტები იერიშისათვის ემზადებიან.