საქალაქო სასამართლოში, თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდზე დედაქალაქის ყოფილი მერის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი განახლდება.
დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
ადვოკატების განცხადებით, ისინი საქმიდან სატელეფონო საუბრის, მათ შორის გიგი უგულავას და მისი მცირეწლოვანი შვილის საუბრის ამოღებას მოითხოვენ.
პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული.