გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი სამანტა პაუერი აცხადებს, რომ კიევმა გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას ძალის გამოყენების გარეშე შეეძლო. განცხადება ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„უკრაინელემა გაუძლეს იმაზე მეტს ვიდრე ნებისმიერი გაეროს წევრი სხვა ქვეყანა გაუძლებდა ძალის გამოყენების გარეშე",_განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მოსკოვი მონაწილეა უკრაინის აღმოსავლეთ რაიონში განვითარებული მოვლენებისა.
„ეს არ არის საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები... ეს არის პროფესიონალური ძალები რომლებთაც რუსეთში წარმოებული იარაღი აქვთ და რომლებიც კოორდინირებენ ქმედებებს",_ განაცხადა პაურემა თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის წარმოების საშუალება ჯერ კიდევ რჩება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს მხარი არც ერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა. კერძოდ, ლიტვამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ დაგმეს რუსეთის ქმედებები და მათ მდგომარეობის დეესკალაციისაკენ მოუწოდეს.
რუსეთის არგუმენტაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე არადმაჯერებლად მიიჩნიეს.
"საერთაშრისო საზოგადოება არ მოტყუვდა კრემლის პროპაგანდითა და დეზინფორმაციით",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ლაიალ გრანტმა.