უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის სამხედრო საზღვარო ძალები შავ ზღვაში თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს. განცხადება ამის შესახებ სტრატეგიული და თავდაცვითი ანალიზის ცენტრის „infosdefense.com"-ის სპეციალისტებმა გააკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ „еizvestia.com"-ი ავრცელებს.
"გემთსაწინააღმდეგო ფრეგატი „Dupleix"-ი შავ ზღვაში 1 მაისამდე მის წინაშე დაყენებული ამოცანების შესრულებით იქნება დაკავებული',_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრში აღნიშნავენ, რომ შავ ზღვაში უკვე იმყოფება ერთი სამაშველო გემი „FS Alize". ამავე დროს, ასევე ცენტრის მონაცემებით, 10 აპრილს ბოსფორი და დარდანელი ასევე გაიარეს აშშს სამხედრო ხომალდმა „დონალდ კუკმა" და საფრანგეთის დაზვერვის ხომალდმა „Dupuy de Lome"-მ.