14 აპრილს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული კინოაფიშა"
გამოფენილი იქნება თეატრისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული 35 უნიკალური ქართული კინოაფიშა.
პირველად საქართველოში ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: სერგო ფარაჯანოვისა და ადრეული პერიოდის კინემატოგრაფიის ნამუშევრების "წითელი ეშმაკუნები " (1923) და "ამოკი" (1928) აფიშები.
გამოფენის მსვლელობისას თიბისი გალერეაში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, მთელი დღის განმავლობაში ნახოს ქართული კინოშედევრები.