14 აპრილს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ილო პატაშურის პერსონალური გამოფენა "ზეობა" გახსნება.
გამოფენა "ზეობა" ილო პატაშურის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 90-მდე ნამუშევარი.
ილო პატაშური დაიბადა 1939 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ხევში. მისი წინაპრები არაგვისხეობის ხევისთავები და ბაგრატიონთა ტახტის მცველ-მსახურნი იყვნენ XVII-XVIII საუკუნეებში. 16 წლის ასაკში ილო პატაშურმა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს პროფესორად და პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ავტორს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, იაპონიასა და სხვა ქვეყნების მუზეუმებსა და გალერეებში.
მასალის გამოყენების პირობები