2-4 მაისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2014" გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საქართველოში მოქმედი კომპანია შპს„GEONET EXPO"-ა.
„GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყოს რეგიონში გამოფენების განვითარებას, მისი ძირითადი მიზანია ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა.
გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია, მასში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. ‘'EXPO BATUMI 2014''-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, პოლონეთი, ერაყი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი, იტალია, ჩინეთი გერმანია და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო