თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შვიდი საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც უგულავამ დაკითხს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა გამოძიება ,,სითი პარკის" საქმეზე ბუღალტერიის საკითხზე დაინტერესდა.
"კითხვები ძირითადად ბუღალტერიას ეხებოდა, სახაზინო კოდებს, ბუღალტრულ ნიუანსებს, რომლის შესახებაც ბუნებრივია, ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხება ამ საქმეს, ვვარაუდობ, წინასაარჩევნოდ აუცილებლად გამოაგდებენ "სითი პარკის" თემას. ერთადერთი, მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ შემდგომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს დიდი ვალი დაეკისროს. სხვა შემთხვევაში თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, ვფიქრობ, სასამართლოზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ამ საქმეზე დაკითხვას აღარ ველოდები, შეიძლება, ბრალი წამიყენონ", _განაცხადა უგულავამ.