უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტებმა დონეცკის რაიონის კიდევ ერთ ქალაქში კრასნი ლიმანში მილიციის განყოფილების შენობა აიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიციის განყოფილება იერიში ავღანური და კაზაკური ორგანიზაციების წევრებმა მიიტანეს.
რადას დეპუტატი ალექსანდრ ბრიგინეცი, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" თავის გვერდზე წერს, რომ ამჟამად სეპარატისტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით სეპარატისტებმა სლავიანსკში მილიციისა და უშიშღოების საბჭოს სამმართველოს შენობა იერიშით აიღეს.