"მოძრაობა 7 ნოემბრის" წევრებმა მოძრაობის წევრის ლევან სოსელიასა და ვინმე რეზო მარგველაშვილის საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს.
როგორც მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, ფარული ჩაწერა ლევან სოსელიამ განახორციელა, სადაც მათი მტკიცები ჩაწერილი რეზო მარგველაშვილი კუდ-ის თანამშრომლია.
"კუდ-ის თანამშრომელმა მითხრა, რომ აქციებზე შემჩნეული ვიყავი და ჩემზე დაჭერის ბრძანებაც იყო გაცემული და თუ არ მივაწვდიდი ინფორმაციას სოზარ სუბარზე, ნანა კაკაბაძეზე, დაჩი ცაგურიაზე, ჯაბა ჯიშკარიანსა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე, დამიჭერდნენ", - აცხადებს სოსოელია.
ჯაბა ჯიშკარიანისა და დაჩი ცაგურიას მტკიცებით კი, ლევან სოსელიასა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა დღემდე გრძელდება.
ფარული ჩანაწერის მიხედვით, რომელიც "მოძრაობა 7 ნოემბრის" წევრებმა დღეს გამოაქვეყნეს, ლევან სოსელიას რეზო მარგველაშვილი ეუბნება, რომ ოპოზიციის შიდა სამზარეულოში ნდობა შეინარჩუნოს და ინფორმაცია მიაწოდოს. ამასთან, იგი ითხოვს ინფორმაციას ოპოზიციაში მოლაპარაკებების, ურთიერთობების დაძაბვის და სხვა შიდა საკითხების შესახებ. ამის საფასურად, თანამშრომელი სოსელიას კარგ მდგომარეობას ჰპირდება და ეუბნება, რომ პრობლემები არ შეექმნება.
"მოძრაობა 7 ნოემბრის" წევრი ლევან სოსელია მთავარ პროკურორს მის მიმართ განხორციელებულ მუქარებთან დაკავშირებით დღეს განცხადებით მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.